საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა მომავალ წელს იმდენივე იქნება, რაც წელს იყო. სამხედრო მოსამსახურეთა შტატი არაუმეტეს 37 ათასი პერსონით განისაზღვრა.
„საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ კანონპროექტი, რომლითაც შეიარაღებული ძალების რაოდენობაა განსაზღვრული, დღეს საფინანსო-საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. საკითხი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი ძაგნიძემ წარადგინა. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ორივე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
