ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
ქართული დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
11:27 18.12.2012
საქართველოს დელეგაცია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის შემადგენლობით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ დღეს დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს მე-13 ყოველწლიურ პლენარულ სხდომაში.
საქართველოს მხრიდან დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობს. ევროკავშირის მხრიდან კი, სხდომას გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე და კვიპროსის, როგორც ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანის საგარეო საქმეთა მინისტრი ერატო კოზაკო მარკულისი დაესწრებიან.
სხდომაზე მხარეები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის, საქართველოში რეფორმების განხორციელების პროცესის მიმდინარეობის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირებისა და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ იმსჯელებენ.

ბეჭდვა