ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში,
მეორე დღეა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქართული უწყებათაშორისი დელეგაცია მინისტრის მოადგილეების დონეზეა წარმოდგენილი.
ქართული მხრიდან შეხვედრას თანა-თავმჯდომარეობას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, ხოლო ამერიკული მხრიდან სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბეი ფენგი და USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან ჰეილი გაუწევენ.
შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის თემებს, მათ შორის საერთო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობებს, საქართველოსთვის „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ მე-2 კომპაქტის მინიჭების საკითხს, თანამშრომლობას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, სავიზო დიალოგის თემებსა და ერთობლივ სამომავლო პროექტებს ჯანდაცვის სფეროში.
