ამ წუთებში, სასტუმრო „ამბასადორში“, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლების შეხვედრა იწყება.
შეხვედრა საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით იმართება და მასში წამყვანი უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ჟურნალისტთა 21 კაციანი დელეგაცია თბილისს 17 დეკემბერს ეწვია. მის
შემადგენლობაში იმყოფებიან “Berliner Zeitung“, „Independent“, „The Daily
Telegraph“, „Le Temps,“ „France 24“, „Le Figaro,“ “TV TF-1”-ისა და სხვა
ბეჭდური გამოცემებისა თუ ტელეკომპანიების ჟურნალისტები.
ისინი საქართველოს მთავრობის სხვა წევრებს უკვე შეხვდნენ.
