პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხვალ საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში ქართული ენის სახლს გახსნიან.
სახლში ქართული ენის შესწავლა ნებისმიერი ასაკის პირს შეეძლება. სპეციალური პროგრამები უკვე მზადაა.
ხვალ 2 ახალი სკოლის - იორმუღანლოსა და ლამბალოს საჯარო სკოლების მშენებლობასაც ჩაეყრება საფუძველი. აქამდე, ლამბალოს 1000-მდე მოსწავლე, ოჯახებში, საგანგებოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა. რამდენიმე წელია, იორმურალოს 1200-მდე მოსწავლე ორ ცვლაში, ერთ სასწავლო კორპუსში სწავლობს.
