საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ზურაბ აბაშიძის, დავით საყვარელიძის და ზაზა პაპუაშვილის შემადგენლობით დღეს, ოფიციალური ვიზიტით, ბაქოში, სუამის ქვეყნების საპარლამენო ასამბლეის სხდომაზე გაემგზავრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან.
დეპუტატები საქართველოში 21 დეკემბერს დაბრუნდებიან.
