საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრება
საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ბაქოში გაემგზავრება
19:01 17.12.2012
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ზურაბ აბაშიძის, დავით საყვარელიძის და ზაზა პაპუაშვილის შემადგენლობით ხვალ, ოფიციალური ვიზიტით, ბაქოში, სუამის ქვეყნების საპარლამენო ასამბლეის V სხდომაზე გაემგზავრება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები როგორც პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ასევე ბალტიის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან.
დეპუტატები საქართველოში 21 დეკემბერს დაბრუნდებიან.

ბეჭდვა