საქართველოში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგება
საქართველოში საფრანგეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შედგება
18:09 17.12.2012
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი სენატორი ნატალი გულე მიიღო.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ფრანგი სენატორის განცხადებით, საქართველოში საფრანგეთის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი იგეგმება.

დღესვე, ნატალი გულე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიქტორ დოლიძეს, თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს და საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარეს, თედო ჯაფარიძეს შეხვდა.

შეხვედრებზე განხილული იყო საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის, მათ შორის მაპ-ის მინიჭების საკითხი და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის საკითხი.
,,საფრანგეთი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, განსაკუთრებით ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვითანამშრომლოთ და ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ. იგეგმება საპარლამენტო დელეგაციების გაცვლითი ვიზიტები“ - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ბეჭდვა