სააკაშვილი სტრასბურგში, თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
სააკაშვილი სტრასბურგში, თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
17:34 17.12.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს სტრასბურგში, თვითმმართველობის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, პრეზიდენტმა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საერთო ფასეულობებზე, ასევე ქვეყნის დემოკრატიულ, სოციალურ-პოლიტიკურ და მენტალურ ტრანსფორმაციაზე ისაუბრა.
სტრასბურგის თვითმმართველობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი ქალაქის მერმა რონალდ რიესმა წარადგინა და საშობაო ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ ამასთან, ყურადღება მან ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე გაამახვილა. სხდომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა მერიის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც დატოვა. რონალდ რიესმა საქართველოს პირველ პირს სიმბოლური საჩუქარი გადასცა“ - ნათქვამია „ფეისბუქის“ გვერდზე.

ბეჭდვა