ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა დასრულდა
ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა დასრულდა
12:33 14.12.2012
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გამართული საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა დასრულდა.

სხდომას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

სხდომის დღის წესრიგში ორი საკითხი, „ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე" და „ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ მოლაპარაკებების თაობაზე" იყო წარმოდგენილი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს პრიორიტეტი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებაა და ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს გადადგამს.

ბეჭდვა