ბიძინა ივანიშვილი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი შვედეთისა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა
10:30 14.12.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვედეთის საგარეოსაქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლაი მლადენოვს და პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს იაცეკ მიხალოვსკს შეხვდა. ქართული მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ალექსი პეტრიაშვილი, ასევე საქართველოს ელჩები შვედეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში - ესწრებოდნენ.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტი კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი სურვილი ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენებაა.

ბეჭდვა