„სახალხო კრება“ მთავარ პროკურორს 26 მაისის მოვლენების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
„სახალხო კრება“ მთავარ პროკურორს 26 მაისის მოვლენების გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს
16:27 13.12.2012
„სახალხო კრება“ მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით, „პოლიტიკური ნიშნით, დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“, საქართველოს ის სირცხვილი ჩამორეცხა, რასაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული ადამიანების არსებობა ჰქვია.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას, ყველა უფლებადაცვით ორგანიზაციას და ცალკეულ უფლებადამცველს გაწეული უმნიშვნელოვანესი სამუშაოსათვის და მტკიცე პოზიციისათვის, რომლის შედეგადაც მოხერხდა ამ უმნიშვნელოვანესი დადგენილების მიღება.
„სახალხოკრება“ ასევე მიესალმება, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით დამტკიცებას და წმუნებულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტი უმოკლეს ვადაში გაივლის ყველა საჭირო პროცედურას და პოლიტპატიმრები და პოლიტიკური დევნილები მაქსიმალურად სწრაფად, დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს. ასევე პრინციპულად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ შემდგომ ეტაპზეა უცილებლად მოხდეს იმ პირებისათვის სტატუსის მინიჭება და რეაბილიტაცია, რომლებმაც პოლიტიკური ნიშნით, უკანონოდ უკვე მოიხადეს სასჯელი გასული წლების მანძილზე“ - ნათქვამია „სახალხო კრების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, „სახალხო კრებაში“ მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ შეჩერდეს და ობიექტურად იქნას გამოძიებული წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული.

„დამნაშავენი აუცილებლად უნდა წარსდგნენ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს წინაშე. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წარმოებაში მიღებული აქვს „სახალხო კრების“ სარჩელი 2011 წლის მაისის მოვლენებთან დაკავშირებით და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ სასამართლო მთელი მსოფლიოს გასაგონად დაადასტურებს ჩვენს სიმართლეს.
„სახალხო კრება“ მოელის, რომ ჩვენს მიერ არაერთგზის გაცხადებული მოთხოვნა გათვალისწინებული იქნება და უახლოეს ხანებში შეიქმნება საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს, როგორც 26 მაისის სისხლიან სადამსჯელო სპეცოპერაციას, ასევე 26 მაისამდე ხელისუფლების მიერ განხორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებსა და ტერორს „სახალხოკრების“ წევრებისა და მომხრეების მიმართ“ - აცხადებენ „სახალხო კრებაში.“

მათივე თქმით, ვინაიდან 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით სპეკულაციები არ წყდება და „ნაციონალური მოძრაობა“, მის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე ურცხვად ალაპარაკდა, „სახალხო კრებამ“ მიიღო გადაწყვეტილება დააჩქაროს პროცესი და მთავარ პროკურატურას 2011 წლის მაისის მოვლენების გამოძიების უმოკლეს ვადებში დაწყების მოთხოვნით მიმართოს.


ბეჭდვა