ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აზერბაიჯანს ეწვევა
ბიძინა ივანიშვილი წლის ბოლოს აზერბაიჯანს ეწვევა
16:01 13.12.2012
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა დღეს გადასცა. ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დეკემბრის ბოლოს შედგება, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და პრემიერ–მინისტრ არტურ რასიზადესთან შეხვედრებია დაგეგმილი.

ბეჭდვა