ხუხაშვილი მხარს ივანიშვილს დაუჭერს, თუმცა, მის პარტიაში არ გაერთიანდება
ხუხაშვილი მხარს ივანიშვილს დაუჭერს, თუმცა, მის პარტიაში არ გაერთიანდება
15:25 08.03.2012
გია ხუხაშვილი მხარს ბიძინა ივანიშვილს უჭერს, თუმცა, მის პოლიტიკურ გუნდში გაწევრიანებას არ აპირებს.
როგორც "ნიუსპრესს" გია ხუხაშვილმა განუცხადა, მისი სიმპათია კოალიცია "ქართული ოცნებისკენ" იხრება.
" რა თქმა უნდა გასაკვირი არაა, რომ ჩემი პოლიტიკური სიმპათია ბიძინა ივანიშვილისკენაა, მაგრამ ჩემი მსოფლმხედველობის ადამიანი პარტიულ სტრუქტურაში სამუშაოდ არ გამოდგება. მე როგორც ერთი პერსონა მხარს დავუჭერ ბატონ ბიძინას", - განაცხადა ხუხაშვილმა.
იგი პოლიტიკაში დარჩენას საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე გეგმავს. შემდეგ კი, ექსპერტის ამპლუას დაუბრუნდება და კრიტიკულ პოზიციას უკვე ახალი ხელისუფლების მიმართ დაიკავებს.
"თუმცა, ვფიქრობ გასაკრიტიკებელი გაცილებით ნაკლები იქნება", - დასძინა ყოფილმა ექსპერტმა.
საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ექსპერტმა გია ხუხაშვილმა პოლიტიკაში წასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა და საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.

ბეჭდვა