„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის.
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროქტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს, დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, საგადასახადო დავალიანებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის, ჩამოწერისა თუ პატიების საკითხი დროში შეზღუდული აღარ იქნება. დავალიანების მქონე საწარმოებს შესაძლებლობა ეძლევათ დავალიანების რესტრუქტურიზაციის, ჩამოწერის თუ პატიების თაობაზე, ფინანსთა სამინისტროს ნებისმიერ დროს მიმართონ. დღეს მოქმედი რედაქციით, საგადასახადო ან სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაცია, ასევე, სასესხო დავალიანების უიმედო სესხად აღიარება და ჩამოწერა, პატიება, მესამე პირისათვის გადაკისრება, დაფარვის მოთხოვნის უფლების სხვა იურიდიული პირისთვის გარკვეული დისკონტით დათმობა მხოლოდ იმ საწარმოების მიმართ ხორციელდება, რომელთაც ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წერილობითი მიმართვა 2013 წლის პირველ იანვრამდე წარუდგინეს.
უკვე ცნობილია, რომ საკანონმდებლო ცვლილებას, მხარს საპარლამენტო უმცირესობა არ დაუჭერს.
