საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გაეროში დასრულდა.
დელეგაციამ ელისო ჩაფიძის, გიორგი ვოლსკის და პაატა ლეჟავას შემადგენლობით, გაეროსა და საპარლამენტო კავშირის IPU-ს ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
სესიაზე განხილული იყო მსოფლიოში არსებული კონფლიქტები, მათი გადაჭრის გზები და პარლამენტის როლი კონფლიქტების მოგვარების პროცესში.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაეროს ქალთა საბჭოში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდის ფაქტი. საუბარი შეეხო ასევე ქალთა როლს კონფლიქტების მოგვარების კუთხით.
