რეგიონული განვითარების სამინისტროში, ხვალ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ინიტა პაულოვიჩა,
ხელს მოაწერენ დოკუმენტს, პროექტის - ”რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” განხორციელების მიზნით.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) დააფინანსებენ.
ხელმოწერის ცერემონია 10:00 საათზე გაიმართება.
