საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შვეიცარიაში შედგება
საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება შვეიცარიაში შედგება
16:22 10.12.2012
რუსეთთან ურთიერთობების საკთხებში, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში თავად ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საუბრის თემა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იქნება და სწორედ ამ შეხვედრის დროს უნდა განისაზღვროს ფორმატი, თუ როგორ დარეგულირდება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა.

„ჩვენ მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან ვაწარმოოთ სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგი“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძის ინფორმაციითვე, შეხვერა სავარაუდოდ შვეიცარაში გაიმართება.


ბეჭდვა