დეცენტრალიზაციის თემაზე ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა
დეცენტრალიზაციის თემაზე ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა
16:11 10.12.2012
ბაკურიანმა შეხვედრას სახელწოდებით - ”საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგია და მისი ეტაპები” უმასპინძლა.
შეხვედრას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, ასევე საერთაშორიო ორგანიზაციების USAID, GIZ, და UNDP-ის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ტერიტორიული მოწყობისა და დეცენტრალიზაციის, თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის, ხელისუფლების სხვადასხვა დონეებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნისა და სხვა საკითხები.

ბეჭდვა