დარჩიაშვილი - პუტინის მხრიდან საქართველოს სიყვარულზე საუბარი სისულელეა
დარჩიაშვილი - პუტინის მხრიდან საქართველოს სიყვარულზე საუბარი სისულელეა
12:40 08.03.2012
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი პუტინის მხრიდან საქართველოს სიყვარულზე სერიოზულ საუბარს სისულელეს უწოდებს.

"საქართველოს მიმართ პუტინისეული ხედვა ყველამ ვიცით, ვინც ეს არ იცის ან პატარა ბავშვია ან გამოუსწორებელი ადამიანი და მასთან საუბარს აზრი არა აქვს" - განუცხადა "ნიუსპრესს" დავით დარჩიაშვილმა.

როგორც ვლადიმერ პუტინმა გუშინ განაცხადა, მას ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. იგი ურთიერთობების აღდგენის იმედს გამოთქვამს თუმცა, აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით უკან დახევას არ აპირებს.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სააკაშვილთან დიალოგი შეუძლებელია და, რომ ამ პროცესის დაწყება მხოლოდ ახალ ხელისუფლებასთან შეიძლება.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის რიტორიკა საქართველოს მიმართ, პუტინმა უპასუხა - "არ ვიცი, როდისაა არჩევნები საქართველოში? ამაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული".

ბეჭდვა