ვალერი გელბახიანი გირაოს ხვალ გადაიხდის
ვალერი გელბახიანი გირაოს ხვალ გადაიხდის
11:30 08.03.2012
ექს-პარლამენტარი ვალერი გელბახიანი პროკურატურაში გირაოს ხვალ შეიტანს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" გელბახიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა.
"თანხის ნაცვლად გირაოს გადახდას ქონების უზრუნველყოფით ხვალ მოვახდენთ"- განაცხადა ხაჭაპურიძემ.
გელბახიანი საქართველო-სომხეთის საზღვარზე 20 თებერვალს დააკავეს.
მას ბრალად 2008 წლის თებერვალში ბადრი პატარკაციშვილთან ერთად საქართველოს ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ორგანიზება ედება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გელბახიანი 50 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.






ბეჭდვა