პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის განცხადება
პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის განცხადება
16:23 06.12.2012
მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გამოცხადებული პოლიტიკური და საორგანიზაციო ტაიმ–აუტის შემდეგ, დღეს, პარტია „ახალი მემარჯვენეების“ მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავარი კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას პარტიის ერთ–ერთ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე შეასრულებს.
მთავარმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აგრეთვე, სამდივნოს აღდგენის შესახებ, რომლის შემადგენლობაში პარტიის ლიდერები შევლენ.
გენერალური მდივნის მოვალეობას მამუკა კაციტაძე, პოლიტიკური მდივნის მოვალეობას კი მანანა ნაჭყებია შეასრულებს.
პრესსამსახურის ინფორმაციითვე, პარტიის საორგანიზაციო მდივანი კვლავ რევაზ სოხაძე იქნება, ხოლო ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კალანდაძე, ამავდროულად საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის ფუნქციასაც შეასრულებს. რეგიონული მდივნის მოვალეობის შესრულება გიორგი ასათიანს დაევალა.
მთავარმა კომიტეტმა სამდივნოს მომავალი წლის იანვარში პარტიის რიგგარეშე ყრილობის მომზადება და ჩატარება დაავალა, რომელიც პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარეს და მთავარი კომიტეტის ახალ შემადგენლობას აირჩევს.



ბეჭდვა