ბიძინა ივანიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
15:49 06.12.2012
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, დღეს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენინგს და გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს რაინერ ლინდნერს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნოით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს და თანამშრომლობის სამომავლო სტრატეგია დასახეს.

გერმანიის ეკონომიკის აღმოსავლეთ ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე რაინერ ლინდნერი, დღეს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც შეხვდა.

ბეჭდვა