საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ურსულა დოროშევსკას შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.  მინისტრმა და დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ   ურთიერთობებზე ისაუბრეს. ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები.
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       