საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრის ნიკა ლალიაშვილის შეფასებით, ის, რომ რუსეთი შეიცვლება და ერთ მშვენიერ დღეს
იქ აბსოლუტურად დემოკრატიულ მმართველს დავინახავთ, ოცნებაა.
"პოლიტიკას ოცნებასთან საერთო არაფერი აქვს. უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ რუსეთში პუტინის მმართველობა შეიძლება 10 წელზე მეტი გაგრძელდეს. იმის მოლოდინი, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ დღეს, ხვალ ან ზეგ შეიცვლება ინფანტილიზმია", - განუცხადა "ნიუსპრესს" ნიკა ლალიაშვილმა.
დეპუტატის შეფასებით, საქართველო დიალოგის საწარმოებლად მზად უნდა იყოს, რათა ქვეყანამ, ეროვნული უსაფრთხოებისა და დეოკუპაციის თვალსაზრისით მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული მიზნები, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილია ქვეყნის დეოკუპაცია და ამ ფორმულით უნდა მივუდგეთ რუსეთს", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
გუშინ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ქართველ ერს პატივს სცემს.
