საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა,  დღეს საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან პლამენ ბონჩევთან, 
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კი კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს დაეთმო.
სამინისტროს ინფორმაციითვე,  ელჩმა,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის მიმართ, ბულგარეთის რესპუბლიკის უპირობო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ  დაადასტურა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       