დავით ნარმანია შვეიცარიის ელჩს შეხვდა
დავით ნარმანია შვეიცარიის ელჩს შეხვდა
16:57 04.12.2012
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეხლერს და შვეიცარიის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს რეგიონულ დირექტორს რუდოლფ შოხს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიუნტერ ბეხლერმა და დავით ნარმანიამ ორი ქვეყნის სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს. ელჩმა მინისტრს შვეიცარიის მთავრობის 2013-2016 წლის სტრატეგიული გეგმა გააცნო. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში დეცენტრალიზაციის კუთხით მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით შვეიცარიის გამოცდილების გაზიარება, საქართველოსთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანია.

ბეჭდვა