საქართველოს პრემიერ-მინიტრი ბიძინა ივანიშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის  სპეციალურ დეპარტამენტს ქმნის, რომელიც დასავლეთში, ხელისუფლების დადებითი იმიჯის ჩამოაყალიბებაზე იმუშავებს.  
 ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ აქვეყნებს.
„ბიძინა ივანიშვილმა თავის ოპონენტს, მიხეილ სააკაშვილს პროპაგანდისტულ ფრონტზე პასუხი მოუმზადა. მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობა ჩამოაყალიბებს საზოგადოებსათან ურთიერთობის სპეციალურ დეპარტამენტს. ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში წამყვან დასავლურ მედიასაშუალებებში უამრავ პუბლიკაციებს წააწყდა, რომლებშიც საქართველოს ახალი ხელისუფლება ყოფილი მთავრობის წევრების დაკავების გამო მწვავედ იყო გაკრიტიკებული“ - ნათქვამია  გამოცემაში.
დეპარტამენტს პოლიტოლოგი ვალერიან გორგილაძე უხელმძღვანელებს. 
„საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ, პრემიერის ინიციატივაა.  საქართველოში ახლა ელიტის ცვლა მიმდინარეობს, წინა მთავრობა იყენებს დასავლეთში ჩამოყალიბებულ კავშირებს. მას ამ სფეროში გამოცდილება გააჩნია.  ჩვენ  რეალური შედეგების მისაღებად სავარაუდოდ  ორი თვე დაგვჭირდება“ - განაცხადა გორგილაძემ „იზვესტია“-სთან საუბარში.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       