საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, დღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდა. 
სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი 2014-2017 წლებში,  ევროკავშირთან თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს და იმ რეფორმებს შეეხო, რომელიც რეგიონული განვითარების თვალსაზრისით საქართველოშია დაგეგმილი.
სამინიტროს ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ყურადღება განსაკუთრებით რეფორმების მიმდინარეობის პროცესში თვითმმართველობების ჩართულობაზე გამახვილდა. ევროკავშირის წარმომადგენლებმა  აღნიშნული რეფორმების განხორციელებაში საქართველოსთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად მზადყოფნა გამოთქვეს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       