ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო სხდომა 14 მარტს განახლდება
ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო სხდომა 14 მარტს განახლდება
20:35 07.03.2012
ადვოკატ ტარიელ მურმანიშვილის სასამართლო სხდომა 14 მარტს განახლდება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.

"ადვოკატმა ლალი მარტიაშვილმა წარმოადგინა სააპელაციო საჩივარი. ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილის სააპელაციო საჩივრის წარდგენა კი, ერთი კვირით გადაიდო. შესაბამისად სხდომა 14 მარტს 12:00 საათზე განახლდება",- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი 2011 წლის 9 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში ედება.




ბეჭდვა