პრეზიდენტმა მიხეილ მახარაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
პრეზიდენტმა მიხეილ მახარაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
15:38 03.12.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, პარლამენტის წევრს - მიხეილ მახარაძეს გადასცა.

როგორც პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი, მიმართვისას სააკაშვილმა მის წარმატებულ სამეცნიერო და პოლიტიკურ დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება. ქვეყნის პირველმა პირმა მახარაძეს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავის მხრივ მიხეილ მახარაძემ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდო კიდევ უფრო მეტი სტიმულია მისთვის განაგრძოს აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს ღირსეული მომავლისათვის“ - ნათქვამია პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ბეჭდვა