ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლს ესტუმრა
ირაკლი ღარიბაშვილი შიდა ქართლს ესტუმრა
11:56 03.12.2012
შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონებში ვიზიტებს აგრძელებს.

კახეთის რეგიონის შემდეგ, მინისტრი შიდა ქართლს ესტუმრა.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა კონფლიქტურ რეგიონთან არსებული საგუშაგოები და პოლიციის განყოფილებები მოინახულა და რეგიონში არსებული კრიმინოგენული სიტუაციისა და პოლიციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს პოლიციის ყველა სამხარეო სამმართველოს და რაიონულ განყოფილებებს ეწვევა.

ბეჭდვა