საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. 
ვიზიტის ფარგლებში ბარამიძე შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესის წევრებთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ხელმძღვანელობასთან გამართავს.
6-7 დეკემბერს კი, ვიცე-სპიკერი ტრანსატლანტიკური ურთიერთობების შესახებ, „ევროპა-ამერიკის მე-4 ფორუმზე“ სიტყვით გამოვა. 
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე შეხვედრას გამართავს ასევე ამერიკის შეერთებული შტატების არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       