ბიძინა ივანიშვილი - უცხოურ მედიაში დაბეჭდილი სტატიები სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას ვერ შეაფერხებენ
ბიძინა ივანიშვილი - უცხოურ მედიაში დაბეჭდილი სტატიები სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობას ვერ შეაფერხებენ
15:31 30.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ბოლო დროს, უცხოურ მედიაში, საქართველოს ხელისუფლების მიმართ ნეგატიური მასალების გამოქვეყნებაში, მიხეილ სააკაშვილის ხელს ხედავს.

ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილი ცდილობს მოახდინოს ლობირება, რომ საზღვარგარეთ ცრუ ინფორმაცია გაიტანოს.

„ჩვენ არ ვაპირებთ ვიმოქმედოთ რომელიმე იმ განცხადების მიხედვით, რომელიც საზღვარგარეთ კეთდება. ჩვენ ვართ საქართველოს მთავრობა და ძალიან კარგად ვფლობთ სიტუაციას. ძალიან კარგად ვიცით რა ხდება საქართველოში და ამის შესახებ ძალიან კარგად არის ინფრომირებული ქართული საზოგადოება. ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ამის საშუალებას კანონი გვაძლევს. ასეთი სტატიები ვერ შეაჩერებენ და ვერ შეაფერხებენ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების მოქმედებას. ჩვენ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენს ვიწყებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

ბეჭდვა