ლევან ბერძენიშვილი- საქართველოს ელჩები ხელისუფლების კრიტიკის და არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გზას ადგანან
ლევან ბერძენიშვილი- საქართველოს ელჩები ხელისუფლების კრიტიკის და არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გზას ადგანან
14:54 30.11.2012
ბოლო დროს უცხოურ მედიაში, საქართველოს ხელისუფლების შესახებ, ნეგატიური მასალების გამოქვეყნების კომენტირებისას, უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ჟურნალისტების მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს, თუმცა აღნიშნავს, რომ უცხოურ პრესაზე შესაძლებელია დიდ გავლენას საქართველოს ელჩები ახდენდნენ.

„გამორიცხულია რომელიმე ჟურნალისტის ან საერთოდ პრესის მოსყიდვა, თუმცა შესაძლებელია საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენლები, მაგალითად ჩვენი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ელჩი ევროკავშირში, აშკარად დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკის და არა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გზაზე იდგეს. საქართველოს პრეზიდენტი მიუხედავად ჩვენი მრავალგზის თხოვნისა, არ ათავისუფლებს არცერთ ელჩს. ის თითქოს მზადაა ყველაფრისთვის და ახალ მთავრობას უთმობს ყველაფერს თუმცა ჯერ ელჩების გათავისუფლების საკითხს არ განიხილავს“ - აცხადებს ბერძენიშვილი.

ბეჭდვა