ბიძინა ივანიშვილი ბოკერიას უწყების ფინანსური ხარჯებით დაინტერესდა
ბიძინა ივანიშვილი ბოკერიას უწყების ფინანსური ხარჯებით დაინტერესდა
14:25 30.11.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ფინანსური ხარჯებით დაინტერესდა.

პრემიერის განცხადებით, ბოკერიას უწყების მიერ გახარჯული თანხები საეჭვოა და დოკუმენტაცია ფინანსური ხარჯვის შესახებ შესწავლას საჭიროებს.

„ჩვენ დღემდე ვერ მოვახერხეთ ბოკერიას სამინისტროს ინფორმაციის გახსნა. მას ბიუჯეტიდან 16 მილიონი აქვს გახარჯული. ამ საქმეს გრიფის საიდუმლო ადევს. ხარჯებთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს ფინანსთა მინისტრმაც მიმართა, თუმცა ინფორმაციას მასაც არ აძლევენ. უახლოეს დროში ჩვენ მოვახერხებთ ამ საიდუმლოს გახსნას და დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პასკვილები სწორედ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდება“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბეჭდვა