„თავისუფალი საქართველო“,  საქართველოს თვითმმართველ ერთეულებში მიმდინარე პროცესებს, 
ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩამოყალიბებული მახინჯი თვითმმართველობის სისტემის წინააღმდეგ მიმართულ ბუნებრივ რეაქციად მიიჩნევს. 
მათი თქმით, სისტემა  მორგებული იყო ერთპიროვნულ ცენტრალიზებულ მმართველობაზე, არ გააჩნდა  საკუთარი ფინანსური სახსრები და ემსახურებოდა მხოლოდ მოსახლეობის დათრგუნვასა და საკუთრების წართმევას ადგილობრივი გამგებლებისა და პრეზიდენტების რწმუნებულების სასარგებლოდ.
ამის მაგალითად პარტიაში მარტვილის რაიონს ასახელებენ, სადაც -  „ წლების განმავლობაში, სააკაშვილის მიერ არჩევნების გაყალბების შედეგად დანიშნული საკრებულოს თავჯდომარე (გუბერნატორის ძმა), გამგებელი - მათი ნდობით აღჭურვილი პირი და გუბერნატორი გოროზია წლების განმავლობაში დაკავებული იყვნენ გლეხებისა და სოფლის საკუთრებაში არსებული სახნავი მიწებისა და საძოვრების დატაცებით, ამ მიწებზე საკუთარი თხილის პლანტაციების გაშენებით და აუარებელი ფულის შოვნით.“
„მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს თვითმმმართველობის სისტემის ძირეული რეფორმირება! ამასთან სასწრაფო წესით, ჩვენ შევდივართ საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით „საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, მერის პოსტთან დაკავშირებული ყოვლად უმსგავსო ვაკუუმის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად“ - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       