თბილისის საკრებულოს ფრაქციების „ქრისტიან-დემოკრატების“, „ქართული ოცნება-თბილისის“ და „თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა საკრებულოში 2012 წლის ბიუჯეტის, 
მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შემოწმების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
ქრისტიან-დემოკრატების ინფორმაციით, ოპოზიციური ფრაქციები უნდობლობას უცხადებენ აუდიტის სამსახურს, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრებით არის დაკომპლექტებული და მოწვეული აუდიტორის საშუალებით აუდიტის ჩატარებას გეგმავენ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საკრებულოს წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის შემთხვევაში, ბიუჯეტის მოწვეული აუდიტის მიერ შემოწმების საშუალებას იძლევა. ჩვენ ამ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რათა დავადგინოთ სიმართლე ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით“- აცხადებს ფრაქცია „ქრისტიან-დამოკრატების“ ლიდერი  ზაზა გაბუნია.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       