მიხეილ სააკაშვილი ერევანში მიემგზავრება
მიხეილ სააკაშვილი ერევანში მიემგზავრება
13:24 30.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, დღეს სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ევროპის სახალხო პარტიის მიერ ინიცირებულ, აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში ევროინტეგრაციის პერსპექტივებს, დემოკრატიულ რეფორმებს, კანონის უზენაესობასა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, ასევე ქვეყნის პირველი პირის შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და ევროკომისიის პრეზიდენტებთან.

აღმოსავლეთ პარტიონორობის პირველი სამიტი 2012 წლის ივლისში ბათუმში გაიმართა. მეორე სამიტის მასპინძელ ქვეყნად სომხეთი, ბათუმში გამართულ სამიტზე მიღებული დეკლარაციის საფუძველზე განისაზღვრა.

ბეჭდვა