საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვახტანგ ბალავაძე ქალებს პენსიაზე გასვლას 65 წლის ასაკიდან ურჩევს.
ამის შესახებ მან პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციამ ასაკით პენსიონრებისთვის, პენსიის გაზრდაზე კანონში შესატანი ცვლილებები გააპროტესტა და გენდერული თვალსაზრისით უსამართლოდ მიიჩნია.
ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ ვახტანგ ბალავაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელი არ არის, ქალბატონი პენსიაზე 60 წლის ასაკში გავიდეს.
"გავიდეს ისიც 65 წლიდან პენსიაზე და 140-ლარიანი პაკეტის მისაღებად მასაც 2 წლით ლოდინი მოუწევს", - აღნიშნა ბალავაძემ.
"ქრისტიან–დემოკრატები"-ს განმარტებით, ქალბატობნები 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე და 140 ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი უწევთ, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ 2 წელი, რადგან პენსია 65 წლის ასაკში ენიშნებათ.
