დავით ნარმანია ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა
დავით ნარმანია ევროკავშირის დელეგაციას შეხვდა
16:50 29.11.2012
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ, დღეს ევროკავშირის დელგაციის წევრებთან შეხვედრა გამართეს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონულ განვითარებისა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს, ისაუბრეს აგრეთვე თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობასა და 2013 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე.
განიხილეს ევროპაში სასწავლო ვიზიტების საკითხიც, სადაც ევროპულ გამოცდილებას რეგიონულ განვითარების კუთხით მომუშავე საქართველოს პარლამენტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამინისტროს წარმომადგენლები გაიზიარებენ .
პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის წევრებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ბეჭდვა