საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ პარლამენტში დისკუსია გაიმართა
საქართველო-ნატოს ურთიერთობის შესახებ პარლამენტში დისკუსია გაიმართა
16:43 29.11.2012
საკანონმდებლო ორგანოში საქართველო-ნატოს ურთიერთობების შესახებ, დღეს დისკუსია გაიმართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთობლივ ღონისძიებაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრებმა თბილისში ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ნატო-საქართველოს ურთიერთობების და პარტნიორობის პოლიტიკის საკითხებზე იმსჯელეს.
"საქართველოს პარლამენტში პირველად იმართება საკომიტეტო მოსმენა-ბრიფინგი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების და მისი პერსპექტივების საკითხებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრას ესწრება საქართველოს მეგობარი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ რეჰიუ, რომელთანაც ერთად გულახდილად ვისაუბრებთ თუ რაში მდგომარეობს საქართველო-ნატოს ურთიერთობები, სად და რომელ ეტაპზე ვართ და რამდენად რეალისტურია ჩვენი მიდგომები. ეს არის პირველი ამგვარი შეხვედრა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ასევე განვიხილავთ საქართველო-ევროკავშირის, საქართველო-რეგიონების და სხვა ურთიერთობებს“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ღონისძიების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში.

ბეჭდვა