თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოში ვიზიტით მყოფ იტალიის ქალაქ პალერმოს მერს, ლეოლუკა ორლანდოს შეხვდა.  
თბილისის მერიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პალერმოს მერის  ერთდღიანი ვიზიტი იტალიური ენის კვირეულს ეძღვნება, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. პალერმოს მერთან ერთად, თბილისში სტუმრად სიცილიელი მეწარმეებიც იმყოფებიან.  
მერიის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ თბილისი და პალერმო დაძმობილებული ქალაქებია. დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება 1987 წელს გაფორმდა.
შეხვედრის შემდეგ, იტალიელმა სტუმრებმა ძველი თბილისი დაათვალიერეს და ბოლო წლებში ქალაქში განხორციელებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       