საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
16:48 28.11.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დღეს მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ბრაზილიის ფედერაციის ელჩთან კარლოს ასფორასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ბრაზილიას შორის არსეუბული ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციითვე, მინისტრის მოადგილემ და ელჩმა ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.


ბეჭდვა