უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 8 მარტს ქუთაისს ეწვევა.
ბაქრაძე ქუთაისელ მხატვარ ქალთა გამოფენას დაათვალიერებს,
სადაც რვა მხატვარი ქალის 30-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში სტუდენტებთან გამართავს შეხვედრას.
