სააკაშვილმა დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სააკაშვილმა დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
17:24 27.11.2012
უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, არსენია იაცენიუკის ფონდის „აღმოაჩინე უკრაინა“-ს დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად საქართველოში მთავრობის დემოკრატიული გადაცემის პროცესი, საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. კლუბის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დისკუსიის თემა იყო „რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისათვის".

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. ექსპერტებთან ერთად, დისკუსიას უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი (1991-1994წ.წ.) ესწრებოდა.

ბეჭდვა