კახა კუკავა და ვლადიმერ ხომერიკი რუსეთის სათათბიროში ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
კახა კუკავა და ვლადიმერ ხომერიკი რუსეთის სათათბიროში ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ
15:55 27.11.2012
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და „რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის“ პრეზიდენტი ვლადიმერ ხომერიკი რუსეთის სახელმწიფო დუმის „ერთიანი რუსეთის“, „ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის“ და „კომუნისტური პარიტის“ ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა გაიმართა რუსეთის სათათბიროს ერთადერთ ქართველ დეპუტატთან მიხეილ ბერულავასთანაც. შეხვედრებზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივები იქნა განხილული.

ბეჭდვა