ევროკავშირის უმაღლესი კომისრის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ქეთრინ ეშტონის განცხადებით, ქვეყანაში სერჩევითი სამართალი არ უნდა არსებობდეს.
ამის შესახებ ეშტონმა, პრეზიდენტთან და პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში, ისტორიული არჩევნებიდან ასე მოკლე დროში. მე ჩამოვედი რომ საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს ის შესანიშნავი მიღწევა მივულოცო, რასაც ხელისუფლების არჩევნების გზით გადაბარება ჰქვია. ევროკავშირი მოუწოდებს ქართული პოლიტიკის ყველა მხარეს, დაიცვას ძირითადი ფასეულობები. არ უნდა არსებობდეს შერჩევითი სამართალი და არ უნდა ხდებოდეს ანგარიშსწორება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. წარსულში ჩადენილი დარღვევების გამოძიება კი, უნდა აღიქმებოდეს, როგორც მიუკერძოებელი ქმედება“ - განაცხადა ეშტონმა.
