"ქრისტიან-დემოკრატები" ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავენ
"ქრისტიან-დემოკრატები" ჯანდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას არ გამორიცხავენ
16:21 07.03.2012
საპარლამენტო ფრაქცია ,,ქრისტიან-დემოკრატებმა" შესაძლოა, ჯანდაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის პასუხისმგებლობის საკითხი დასვან.  აღნიშნული განცხადებაა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ გააკეთა.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო კანონმდებლობაში დისკრიმინაციული მუხლები დარჩება, მაშინ ქრისტიან–დემოკრატები მინისტრ ანდრია ურუშაძის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ.
დისკრიმინაციულ მიდგომაში "ქრისტიან–დემოკრატები" ასაკობრივ ზღვარს ასახელებენ.
მათ განმარტებით, ქალბატობნები 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე და 140 ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი უწევთ, ხოლო მამაკაცებს მხოლოდ 2 წელი, რადგან პენსია 65 წლის ასაკში ენიშნებათ. გარდა ამისა, თბილისში სოციალური პაკეტის მიმღებებთა დაზღვევა მოხდება, ხოლო რეგიონებში – არა.
"ამ დისკრიმინაციულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლი ჯანდაცვის მინისტრია და თუ ეს არ შეიცვლება, მაშინ ანდრია ურუშაძის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება" , – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ბეჭდვა