ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღეს საქართველოს ეწვევა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დღეს საქართველოს ეწვევა
10:34 26.11.2012
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ქეთრინ ეშტონი საქართველოს დღეს ესტუმრება.

რამდენიმესაათიანი ვიზიტის ფარგლებში, ქეთრინ ეშტონი შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან გამართავს.

ვიზიტის ბოლოს ქეთრინ ეშტონი ჟურნალისტებისთვის ბრიფინგს გამართავს.

ბეჭდვა